შეტყობინება სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

სააქციო საზოგადოება თელასი (აქ და შემდგომ - სს „თელასი“, საზოგადოება) აცხადებს 2022 წლის 31 აგვისტოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების სახით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:

  1. სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე კენჭისყრის ფორმის განსაზღვრის შესახებ.
  2. სს „თელასის“ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ.
  3. სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ დებულების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ.
  4. სს „თელასის“ აქციონერთა საერთო კრების მომზადებისა და ჩატარების წესის შესახებ“ დებულების ახალი რედაქციით დამტკიცების შესახებ.

სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიის შედგენის სააღრიცხვო დღეა 2022 წლის 3 აგვისტო.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 192-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ აქციონერებს, რომლებსაც ჰქონდათ საზოგადოების აქციების საკუთრების უფლება აქციონერთა საერთო კრების აღრიცხვის დღეს.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილი - საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. #3.

საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დრო - ადგილობრივი დროით 11 სთ 00 წთ.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - ადგილობრივი დროით 10 სთ 30 წთ.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 189-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე შეტყობინების A დანართში მოცემულია ინფორმაცია აქციონერებისთვის.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 193-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლის დანიშვნა და წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება ხორციელდება წერილობით ან ელექტრონულად. წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს სს „თელასის“ მისამართზე - ქ. თბილისი, ვანის ქ. #3 ან საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მდივნის ელექტრონული ფოსტის მისამართზე - anagogava@telasi.ge.

სს თელასის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2022 წლის 09 აგვისტოდან 2022 წლის 31 აგვისტომდე 10:00-დან 17:00 საათამდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. #3.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე http://www.telasi.ge/ge/shareholders/message