კომპანია "თელასმა" 2022 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2022წლის 6 თვე |
2021წლის 6 თვე |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
6 498 |
6215 |
+4,6% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ |
1,481 |
1,360 |
+8,9% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას |
714,7 |
692 |
+3,3% |
2022 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,481 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,9% (121 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს "თელასი"-ს აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 3,3%-ით (22,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 714,7 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 644,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 70,4 ათასი – იურიდიური პირი.
2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 498 კმ შეადგინა, რაც 4,6%-ით (283 კმ-ით) აღემატება 2021 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 215 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.