მაღალი ძაბვის ქვესადგურში "პლატო ნუცუბიძე" სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

სს "თელასი"-ს 2022 წლის სარემონტო პროგრამის ფარგლებში ქვესადგურში "პლატო ნუცუბიძე" მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებს გეგმური რემონტი ჩაუტარდა.  

შემოწმდა ქვესადგურის სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობები. 110-კილოვოლტიან ელექტროდანადგარებსა და ძალოვან ტრანსფორმატორებს ჩაუტარდა დიაგნოსტიკა და ელექტრული გაზომვები. გაიზომა 10/6კვ გამანაწილებელი მოწყობილობის საიზოლაციო მახასიათებლები.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება 12 262 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. ქვესადგურიდან „პლატო ნუცუბიძე“ ელექტროენერგია მიეწოდება პლატო ნუცუბიძის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და სოფელი ლისის აბონენტებს.

 

***

სს "თელასი"  ერთ-ერთი მსხვილი ქსელური კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ემსახურება 700 ათასზე მეტ აბონენტს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა. www.telasi.ge