სს "თელასი" "კათარზისი"-ს მობინადრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

კომპანია "თელასი" სათნოების სახლი "კათარზისი"-ს მობინადრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

დღეს გამართულ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კომპანიის მიერ შეძენილი სურსათი და სააღდგომო ნობათი მოხუცებს "თელასი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა.   

"თელასი"-ს დახმარებით "კათარზისი"-ს 500–მდე ბენეფიციარი ერთი თვის მანძილზე საკვები პროდუქტებით  იქნება უზრუნველყოფილი.

სათნოების სახლ „კათარზისს“ კომპანია “თელასი” 2005 წლიდან  მფარველობს.  წლების მანძილზე კომპანია ფარავდა "კათარზისი“-ს მიერ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, აფინანსებდა ტრადიციულ კონკურსს "სუპერ ბებია და ბაბუა", უწევდა დახმარებას საკვები პროდუქტების და საჭირო ინვენტარის შეძენაში.