სს "თელასი"-ს განცხადება

ტექნიკური ხარვეზის გამო კომპანიის ერთიან ნომერზე - 2 77 99 99 დაკავშირება დროებით შეზღუდულია. სამწუხაროდ, ვერ დაუკავშირდებით კომპანიის Call-ცენტრსაც.

მიმდინარეობს მუშაობა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ბოდიშს ვიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის ვებგვერდის www.telasi.ge ან ფეისბუქგვერდის პირადი შეტყობინებების სერვისით.