კომპანია "თელასს" საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მესამედ გადაეცა

სს „თელასს“, ნომინაციაში მსხვილი არასაფინანსო კომპანია, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო” მესამედ გადაეცა.

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს დაწესდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

წელს კონკურსი შვიდ ნომინაციაში გაიმართა: მსხვილი საფინანსო კომპანია; საპატიო ჯილდო მსხვილი საფინანსო კომპანიისთვის; მსხვილი არასაფინანსო კომპანია (500 ან მეტი დასაქმებული); საპატიო ჯილდო მსხვილი არასაფინანსო კომპანიისთვის (500 ან მეტი დასაქმებული); მცირე და საშუალო კომპანია (500-ზე ნაკლები დასაქმებული); საპატიო ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიისთვის (500-ზე ნაკლები დასაქმებული); მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიში.

კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.

„მოხარული ვარ, რომ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში „თელასი“ ამ პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულია. „თელასის“ საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე.  აქციონერებს, ინვესტორებს, ბიზნეს-პარტნიორებსა და საზოგადოებას აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დროული და სანდო ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.