"თელასი"-ს პროექტს "SAP Quality Awards 2021" საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი მიენიჭა

სს „თელასი“-ს პროექტს SAP სისტემაში ანგარიშთა ახალ გეგმაზე გადასვლის შესახებ “SAP Quality Awards 2021“ საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი მიენიჭა.

საკონკურსო კომისიამ პროექტი შეაფასა, როგორც „პროდუქტიულ მოქმედ სისტემაზე აღრიცხვიანობის გადაწყობის ტექნიკურად და მეთოდოლოგიურად მაღალი ხარისხის სირთულის უნიკალური პროექტი“. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ „წარმატების მთავარი ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელი გახადა აღრიცხვის მეთოდოლოგიის მიხედვით მარეგულირებლის ახალი მოთხოვნების შესაბამისად სისტემის ტექნიკური ნაწილის გადაწყობა,  „თელასი“-ს თანამშრომლების შესაბამისი გამოცდილებაა“.

SAP სისტემაში ანგარიშთა ახალ გეგმაზე გადასვლის პროექტი „თელასმა“ ექსპლუატაციაში 2020 წლის იანვრიდან გაუშვა. პროექტის დანერგვით კომპანიამ შეასრულა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარერულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის დანერგვის შესახებ.

არნიშნული პროექტის დანერგვას თან ახლდა ის სირთულე, რომ არ არსებობდა ინფორმაცია ანალოგიური პროექტების შესახებ, როცა მოქმედ სისტემაში მთლიანად იცვლება ანგარიშთა გეგმა და აღრიცხვის პრინციპები. მიუხედავად ამისა „თელასი“-ს სპეციალისტებმა შეძლეს პროექტის დროული გაშვება სისტემის მინიმალური დროით გაჩერებით.

კონკურსი “SAP Quality Awards 2021“ 2010 წლიდან ტარდება.  ექსპერტები ყოველწლიურად ირჩევენ კომპანიებს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც აჩვენებენ საუკეთესო შედეგს ტრანსფორმაციის სისწრაფით და ბიზნეს პროცესების გამარტივიბით. „SAP“-ი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ბიზნეს-პროცესების მართვისთვის პროგრამული გადაწყვეტილებების წარმოებაში. SAP-ის მომხმარებელთა რაოდენობა 230 მილიონს აღემატება. კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებები ეხმარება კლიენტებს გაზარდონ რენტაბელობა და მოქნილობა ცვალებადი პირობების მიმართ.