სს "თელასის" 2021 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2021 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

მაჩვენებელი

2021წლის

6 თვე

2020წლის

6 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

6211

5 964

+4,1%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ

1,360

1,307

+4,1%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

692

668,3

+3,5%

2021 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,360 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 4,1% (53 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2020 წლის ამავე პერიოდში მოხმარების მოცულობას. ელექტროენერგიის მოხმარების მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის ექვსი თვის მონაცემებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 692 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 623,6 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 68,4 ათასი – იურიდიური პირი. 

2021 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 211 კმ შეადგინა, რაც 4,1%-ით (247 კმ-ით) აღემატება 2020 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს (5 964 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა. www.telasi.ge 

ჯგუფი „ინტერრაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 31 გიგავატს შეადგენს. www.interrao.ru