სს "თელასი"-ს განცხადება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სს "თელასი" მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება.   

10 აგვისტოდან სს "თელასი"-ს  მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება. კომპანიის მომხმარებლები სრულყოფილი დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.

"თელასი"-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99),  კომპანიის  ოფიციალური facebook-გვერდის (სს თელასი - ოფიციალური გვერდი) და ვებ-გვერდის (www.telasi.ge) მეშვეობით.

ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე telasi@telasi.ge.

ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირების და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.

სს "თელასი"-ს ყველა შესაბამისი სამსახური შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.