სემეკმა სს "თელასის" სახელზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია გასცა

სემეკმა სს "თელასის" სახელზე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია გასცა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ მიწოდებისა და განაწილების საქმიანობების გაყოფა.

ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის ლიცენზია გაცემულია უპირობოთ და უვადოთ და ძალაში შედის 2021 წლის 1 ივლისიდან.

 

 

***

სსთელასიერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა. www.telasi.ge 
ჯგუფიინტერრაო- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 31 გიგავატს შეადგენს. www.interrao.ru

 

Running Sneakers Store | THE SNEAKER BULLETIN