
კომპანია "თელასმა" 2021 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
მაჩვენებელი |
2021 წლის I კვარტალი |
2020 წლის I კვარტალი |
+/- |
ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ |
6156 |
5 918 |
+3,9% |
ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ |
0,723 |
0,763 |
-5,3% |
მომხმარებელთა რაოდენობა, ათას |
686,3 |
665,4 |
+3,1% |
2021 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,723 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა.
2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 9,7%-ით (71,6 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 0,670 მილიარდი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის სამი თვის მონაცემებით 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,1%-ით (20,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 686,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 618,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 67,8 ათასი – იურიდიური პირი. აბონენტთა რაოდენობა ქსელის განვითარების და ახალი აბონენტების მიერთების შედეგად გაიზარდა.
2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 156 კმ შეადგინა, რაც 3,9%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (5 918 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა. www.telasi.ge
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 31 გიგავატს შეადგენს. www.interrao.ru
spy offers | Air Jordan 1 Retro High OG 'University Blue' — Ietp