სს "თელასის" 2020 წლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2020 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2020 წელი

2019წელი

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

6098

5 887

+3,6%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლრდ კვტ*სთ

2,635

2,903

-9,2%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

680,6

657,4

+3,5%

2020 წელს კომპანია „თელასმა“ 2,635 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,2% (268 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ განაპირობა, რამაც რიგი საწარმოების და კომპანიების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში ისევ შეიზღუდა.

2020 წელს 2019 წელთან შედარებით 9,8%-ით (270 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 2,477 მილიარდი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2020 წლის მონაცემებით 2019 წელთან შედარებით 3,5%-ით (23,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 680,6 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 613,2 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 67,4 ათასი – იურიდიური პირი. აბონენტთა რაოდენობა ქსელის განვითარების და ახალი აბონენტების მიერთების შედეგად გაიზარდა.

2020 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 098 კმ შეადგინა, რაც 3,6%-ით (211 კმ-ით) აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს (5 887 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა.www.telasi.ge  
ჯგუფი "ინტერრაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 31 გიგავატს შეადგენს.www.interrao.ru