კომპანია "თელასს" საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო მეორედ გადაეცა

სს „თელასს“, ნომინაციაში მსხვილი არასაფინანსო კომპანიები, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო” მეორდ გადაეცა.

პროექტი „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს განხორციელდა. პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე.

წელს კონკურსი ოთხ ნომინაციაში გაიმართა: მსხვილი საფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი თანამშრომლით); მსხვილი არასაფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი თანამშრომლით); მცირე და საშუალო კომპანიები (500-ზე ნაკლები თანამშრომლით); საპატიო ჯილდო - საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიში. დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს Online-ფორმატში გაიმართა.

კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ კონკურსში გამარჯვება. თელასის“ საქმიანობა მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალეა აქციონერთათვის, ინვესტორებისათვის, ბიზნეს-პარტნიორებისა და საზოგადოებისათვის“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

 

***

სსთელასი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა.www.telasi.ge 
ჯგუფიინტერრაო- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 31 გიგავატს შეადგენს.www.interrao.ru