სს "თელასის" განცხადება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად სს „თელასი“-ს მომხმარებლები 2020-2021 წლის ოთხი თვის მანძილზე კომუნალური სუბსიდიების პროგრამით ისარგებლებენ.

თუ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში აღებული მაჩვენებლით აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია თვეში არ აღემატება 200 კვტ/სთ, მასზე გავრცელდება მთავრობის მიერ დადგენილი შეღავათი, რომელიც ითვალისწინებს ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების საფასურის ანაზღაურებას.

თუ მომხმარებელმა უკვე გადაიხადა დავალიანება, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აისახება მის სააბონენტო ბარათზე მომდევნო ხარჯის დაფარვის მიზნით.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე  შეუძლიათ www.gnerc.org/ge/covid-19. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით კომისიის ქოლ ცენტრს - 16 216.

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა.www.telasi.ge