სს "თელასის" 2020 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2020 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2020 წლის

9 თვე

2019წლის

9 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

6006

5 842

+2,8%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

1 961,18

2 154,87

-9%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

674

651

+3,5%

2020 წლის 9 თვეში კომპანია „თელასმა“ 1 961,18 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9% (193,7 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2019 წლის 9 თვის მოხმარების მოცულობაზე (2 154,87 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების კლება განაპირობა ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ (21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით), რამაც რიგი საწარმოების და კომპანიების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. ზოგი კომპანიის მუშაობა დღემდე შეზღუდულია, ხოლო მრავალი საბიუჯეტო და კომერციული ორგანიზაცია საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განაგძობს.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9,8%-ით (201,8 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 861,75 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვებმა განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2020 წლის 9 თვის მონაცემებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (23 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 674 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 607,2 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 66,8 ათასი – იურიდიური პირი. 

2020 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 006 კმ შეადგინა, რაც 2,8%-ით (164 კმ-ით) აღემატება 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს (5 842 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***

სსთელასი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა.www.telasi.ge 

ჯგუფიინტერრაო- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 31 გიგავატს შეადგენს.www.interrao.ru