სს "თელასის" 2020 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია „თელასმა“ 2020 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2020 წლის

 6 თვე

201წლის

6 თვე

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 966

5 842

+2,1%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

1 306,6

1 452,4

-10%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

668,3

645,5

+3,5%

2020 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1 306,6 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 10% (145,8 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2019 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობაზე (1 452,4 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების კლება განაპირობა ქვეყანაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ (21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით), რამაც რიგი საწარმოების და კომპანიების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია.

2020 წლის იანვარ-ივნისში 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9,2%-ით (126,8 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 248,2 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირებაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2020 წლის ექვსი თვის მონაცემებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (22,8 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 668,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 601,8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 66,5 ათასი – იურიდიური პირი. 

2020 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 966 კმ შეადგინა, რაც 2,1%-ით (124 კმ-ით) აღემატება 2019 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელს (5 842 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.www.telasi.ge 
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება.www.interrao.ru

Nike Air Force 1 Low Barely Volt/Black-White For Sale