კომპანია „თელასი“ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ყოველწლიური კონკურსის მონაწილე გახდება.
კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს დაწესდა. სს „თელასს“, ნომინაციაში მსხვილი არაფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში არიან დაშვებული, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო გადაეცა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ამგვარი პროექტები ხორციელდება. ჩვენთვის დიდი პატივი იყო ამ ნომინაციაში გამარჯვება. თელასის“ საქმიანობა მაქსიმალურად გახსნილია და გამჭვირვალეა აქციონერთათვის, ინვესტორებისათვის, ბიზნეს-პარტნიორებისა და საზოგადოებისათვის“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge
ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru
best Running shoes | Air Jordan Retro - 2021 Release Dates + Preview , Fitforhealth