მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვის მიზნით სს "თელასი" სემეკი-ს პროექტს შეუერთდა

ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზების მიზნით კომპანია „თელასი“ ენერგეტიკის და  წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პროექტს შეუერთდა.

პროექტის ფარგლებში დაინერგა ახალი მომსახურება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონზე აკრიფოს *303# და გაიგოს  ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორებში მისთვის საინტერესო ინფორმაცია. მომსახურებით სარგებლობა უფასოა.

პროექტის განსახორციელებლად სს „თელასი“ მიაწვდის მარეგულირებელ კომისიას და  მობილური კავშირის ოპერატორებს შესაბამის საინფორმაციო ბაზას.  

ახალი მომსახურების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია:

  • გაიგოს მიმდინარე ბალანსი და მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი;
  • გაიგოს ელექტროენერგიის/სასმელი წყლის/ბუნებრივი გაზის ქსელში გეგმური/არაგეგული წყვეტის შესახებ ინფორმაცია  და მომარაგების აღდგენის დრო;
  • დააფიქსიროს მომარაგების წყვეტა, ოპერატიულად რეაგირებისთვის;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, გაუგზავნოს კომუნალურ საწარმოს მრიცხველის ჩვენება;
  • დაარეგისტრიროს მისი მობილურის ნომერი სასურველ აბონენტზე;
  • შეამოწმოს აბონენტზე უკვე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრები და იქვე წაშალოს არასასურველი.
  • გაიგოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი.

პროექტის მიზანია კომუნალურ მომსახურებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების გამარტივება.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივით, სს „თელასი“-ს, სხვა კომუნალური მომსახურების კომპანიების და მობილური ოპერატორების ერთობლივი ძალისხმევით.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge  
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru

Asics footwear | Concepts Nike Kyrie 7 Horus CT1135-900 Release Date - SBD