სს "თელასის" 2020 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები

კომპანია "თელასმა" 2020 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მაჩვენებელი

2020 წლის
I კვარტალი

201წლის
I კვარტალი

+/-

ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე, კმ

5 917

5 700

+3,8%

ქსელში გაშვებული ელექტროენერგია, მლნ კვტ*სთ

763,22

763,11

+0,01%

მომხმარებელთა რაოდენობა, ათას

665,4

638,8

+4,2%

2020 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 763,22 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 0,01% (0,11 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2019 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (763,11 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 4,2% (26,6 ათასით) ზრდამ გამოიწვია.

2020 წლის იანვარ-მარტში 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2,3%-ით (16,6 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 741,7 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა მომხმარებელთა რაოდენობის მატებამ განაპირობა.

2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 917 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (217 კმ-ით) აღემატება 2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (5 700 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge 
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru

nike