სს "თელასის" მხრიდან აბონენტების მომსახურება რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებით.
სს "თელასი" ვალდებულია მოხმარებელს მომსახურება გაუწიოს აღნიშნული წესებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად.
მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა წერილობითი ფორმით მიმართოს კომპანიას ნებისმიერი ბიზნეს-ცენტრის საშუალებით, ხოლო თუ მიმართვა მოიცავს 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, იგი დაუყოვნებლივ ტარდება ელექტრონულ ჟურნალში.
თავის მხრივ მომხმარებლები, რომლებიც მოითხოვენ სს "თელასისგან" რაიმე სახის მომსახურების გაწევას ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ სს "თელასის" წარმომადგენლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინონ მათ სათანადო დახმარება.
2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებით გათვალისწინებული საერთო სტანდარტების მომსახურების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიანტის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
დანართი #1 - ელექტროენერგიის განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
დანართი #4 - განაწილების მომსახურების ხელშეკრულება (სტანდარტული ფორმა)
ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს - სს "თელასსა" და მომხმარებლებს შორის, ელექროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებასა და მოხმარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება
სს "თელასსა" და მომხმარებლებს შორის ელექროენერგიის ნასყიდობის ხელშკრულება (სტანდარტული ფორმა):
დანართი #1 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №20 18.09.2008წ.;
დანართი #2 - ელექროენერგიის ნასყიდობის ხელშკრულების სტანდარტული პირობები;
დანართი #3 - დამატებითი პირობები ელექტროენერგიის მყიდველისთვის, რომლის ქსელის მეშვეობითაც ხორციელდება გამყიდველის მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგება;
დანართი #4 - დამატებითი პირობები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის დარღვევისა და მაქსიმალური სიმძლავრის გადაჭარბებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ;
დანართი #5 - დამატებითი პირობები მყიდველის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე.