სოციალური პოლიტიკა
სოციალური პარტნიორობა დამსაქმებელსა და სს „თელასის“ მუშაკებს შორის ხორციელდება კოლექტიური ხელშეკრულების ფორმატით საზოგადოების მუშაკების პროფკავშირის კომიტეტსა და ადმინისტრაციას შორის. ხელშეკრულება მიმართულია მუშაკების სოციალური და ეკონომიკური უფლებების და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაზე, მუშაკების ცხოვრების საკმარისი დონის შენარჩუნებაზე და საზოგადოების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართული მუშაობის სრულყოფას, საწარმოო ტრავმატიზმის თავიდან აცილებას.
დანერგილია პერსონალის სწავლების სისტემა, რომლის მიზანია მუშაკების კორპორაციული და პროფესიონალური კომპეტენციების განვითარება.
საზოგადოება ახორციელებს მუშაკების სამედიცინო დაზღვევას, უზრუნველყოფს მუშაკებისთვის შეღავათებს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ხელფასზე დანამატების სახით, ახორციელებს თანამშრომლების სატრანსპორტო ხარჯების და მომსახურების კომპენსირებას, ახორციელებს ერთდროულ გადახდებს საიუბილო თარიღებთან (50, 60 და 70 წ) და საზოგადოებაში მუშაობის სტაჟთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, 2013 წლის 24 სექტემბრიდან სს „თელასში“ მოქმედებს დებულება „სს „თელასიდან“ განთავისუფლებული პენსიონერების, ინვალიდების, დიდი სამამულო ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის მატერიალური დახმარების გადახდის შესახებ“ 30-დან 90 ლარამდე (საშემოსავლო გადასახადის გარდა) ოდენობით ყოველთვიურად, საზოგადოებაში მუშაობის სტაჟის მიხედვით.
ქველმოქმედება
სს „თელასის“ საქველმოქმედო საქმიანობა მდგომარეობს მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებაში, რომლებმაც შეიძლება სარგებლობა მოუტანოს საზოგადოების ფართო წრეს და საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ამა თუ იმ სოციალურ პრობლემას.
კომპანიის საქველმოქმედო აქციები ტარდება მხოლოდ კომპანია „თელასის“ ლიცენზიის მოქმედების ფარგლებში - ქალაქ თბილისის ფარგლებში.
თავის საქველმოქმედო საქმიაობაში კომპანიის ყურადღება ფოკუსირებულია პროექტების მხარდაჭერაზე:
- კულტურის და ხელოვნების სფეროში - ნიჭიერი ბავშვების განვითარების ხელშეწყობა;
- შეზღუდული უნარების მქონე და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება;
- დაუცველი ოჯახებიდან ბავშვების სოციალიზაცია;
- მოწყალების სახლის დახმარება;
- დარგის ვეტერანების სოციალური დახმარება;
- თბილისის ტაძრებისა და ეკლესიების დახმარება.
საქველმოქმედო აქციების და სოციალური პროგრამების ფარგლებში სს „თელასი“ დახმარებას უწევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ორ საქველმოქმედო ფონდს.
Mysneakers | adidas kids singapore shop directory list in india UV GY3438 Release Date - SBD