სს „თელასი“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. დედაქალაქში ელექტროენერგიის ყოველწლიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 3 მლრდ კვტ/სთ-ს.
„თელასის“ საქმიანობის ძირითადი სახეობებია: ელექტროენერგიის ტრანსპორტირება; თბილისის ელექროგამანაწილებელი ქსელის მომსახურება; ექსპლუატაცია, რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია და გაფართოება ელექტროენერგეტიკული სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. კომპანია აწვდის ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურებას, აბონენტების ტექნიკურ მომსახურებას, ასევე ახორციელებს თბილისში წყალმომარაგებისა და დასუფთავების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის ადმინისტრირებას.
ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 1866 ადამიანი.
მომხმარებელთა მომსახურება და ელექტრული ქსელების ექსპლუატაცია ხორციელდება 8 ბიზნეს ცენტრის მეშვეობით, რომლებიც განთავსებულია ქალაქის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში. კომპანიის მომხმარებელთა რიცხვი შეადგენს 708,7 ათასს.
დედაქალაქის ელექტრული ქსელის საერთო სიგრძეა 6 455,6 კმ. კომპანიის საკუთრებაში 36 მადაბლებელი ქვესადგური 35/110 კვ და 2 205 სატრანსფორმატორო ქვესადგური 10/6/0,4 კვ.
„თელასი“ ახორციელებს ელექტრული ქსელის ტექნიკური გადაიარაღების და მოდერნიზაციის სამუშაოებს. ძირითადი ყურადღება ეთმობა გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლად სეგმენტებს. პრიორიტეტული ამოცანაა ტექნიკური დარღვევების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და ელექტროენერგიის დანაკარგების მნიშვნელოვანი შემცირება.